Skip to content Skip to footer

აგრობიზნესს კადრების მწვავე პრობლემა აქვს

ბიზნესი პროფესიული კადრების ნაკლებობაზე დიდი ხანია ჩივის. განსაკუთრებული დეფიციტი ამ მხრივ სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესს აქვს. ამ პრობლემის დასაძლევად ქვეყანაში შეიქმნა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც საგანმანათლებლო პროცესში კერძო და საჯარო სექტორის კოორდინაციას გულისხმობს. ესაა პროფესიული განათლების მართვის ისეთი მოდელი, როცა დამკვეთი კერძო სექტორია, ანუ ის კარნახობს სახელმწიფოს რა ასწავლოს პროფ.სასწავლებლის სტუდებტებს და თავადაც მზადაა ჩაერთოს სწავლების პროცესში. პროფესიული უნარების სააგენტო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ერთობლივად დააფუძნეს. ამ პლატფორმის აქტიური წევრია საქართველოს ბიზნესის ასოციაციაც.

პროფესიული კადრების პრობლემაზე “აგრო სიახლეებთან” საუბრობს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მარიანა მორგოშია ?

ბიზნესს სამუსაო ძალის მოძიება სულ უფრო უჭირს, ეს მაშინ როცა საქართველოში 2022 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 18.1%-ია. ანუ, სამუშაოს მაძიებელთა სიმრავლის პარალელურად, დამსაქმებლებს კადრების დეფიციტი აქვთ! – ქართული შრომის ბაზრის თავისებურებები და გამოწვევები. რამდენად გამართულია განათლების სისტემა და როგორ მუშაობს პროფესიული განათლების რეფორმა საქართველოში. ?