Skip to content Skip to footer

აგროპროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად გაძვირდა და გაიაფდა ბოლო ერთ თვეში

2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

10 პროდუქტი, რომელთა ფასიც გასულ თვეს ყველაზე მეტად გაიზარდა:

  • მწვანილი – 75%-ით
  • კომბოსტო – 58.8%-ით
  • ყურძენი – 47.3%-ით
  • ატამი – 28.2%-ით
  • კივი – 25.4%-ით
  • მსხალი – 22.6%-ით
  • საზამთრო – 21.7%-ით
  • ტომატ-პასტა – 21.4%-ით
  • კარტოფილი – 15.9%-ით
  • ძროხის ხორცი – 14.4%-ით

10 პროდუქტი, რომლებზეც ფასი გასულ თვეს ყველაზე მეტად შემცირდა:

  • წიწიბურა – 44.9%-ით
  • მზესუმზირის ზეთი – 41.4%-ით
  • კიტრი – 33.8%-ით
  • მარგარინი – 20.3%-ით
  • ლიმონი – 16%-ით
  • ნიგოზი – 13.1%-ით
  • მანანის ბურღული – 12.9%-ით
  • ხორბლის ფქვილი – 10.6%-ით
  • მარილი – 9.9%-ით
  • ხორბლის პური – 9.5%-ით

ცნობისთვის, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი, განათლება და ჯანმრთელობის დაცვა.