Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 19 (სეზონი 14)

🔴 როგორ სრულდება კლიმატური დაპირება საქართველოში და მერების შეთანხმება მუნიციპალიტეტებში? როგორ ართმევენ თავს შეთანხმებული მერები ნაკისრი ვადებულებების აღსრულებას? აქვთ თუ არა მათ ამისთვის ფინანსური და ადამიანური რესურსი? რა კეთდება სენაკში, რომელიც შეთანხმებას 2023 წელს მიუერთდა. მერების შეთანხმების პრაქტიკული შედეგები რეგიონებსა და სოფლებში. ენერგოეფექტურობის ცენტრის და UNDP -ის ანალიზი და შეფასებები „აგროსიახლეებში“.

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

სტუმარი ელენე გვილავა – „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ – „მერების შეთანხმების“ მხარდამჭერი.

ეკატერინე მიქაძე – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი.

გვანცა სალუქვაძე City Institute Georgia (CIG)-ს წარმომადგენელი.

ვახტანგ გადელია – სენაკის მუნიციპალიტეტის მერი.

🔴 უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇