🔴 პოლიტიკური დეჟავიუ და ნაცნობი სცენარი, – საქართველო ერთი წლის თავზე მეორედ აპროტესტებს ეგრეთ წოდებულ აგენტების კანონს, რომლითაც პარტნიორი ქვეყნების დონორი ორგანიზაციები მტრულ ძალად ცხადდება. რა ეკონომიკურ სარგებელს ვიღებთ დასავლეთისგან და რა პროექტებს ახორციელებს თავად მთავრობა დასავლური ფულით? გამჭვირვალობა თუ სტიგმატიზება? – კანონპროექტის ქვეტექსტი და ღია განაცხადი. რა რისკია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” სოფლებისა და რეგიონებისთვის? რას ვკარგავთ რის ფასად – ციფრები და შეფასებები “აგროსიახლეებში”.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
ვეფხია გიორგაძე – საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი.
ნოდარ სირბილაძე – ეკონომისტი
დავით ლოსაბერიძე – „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი“.
🔴 უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇