Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 43 (სეზონი 13)

?საქართველოში ხორცის მოხმარება მზარდია. გაზრდილია წარმოებაც, თუმცა ბევრად ნაკლები ტემპით ვიდრე იმპორტი. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში “გალთ ენდ თაგარტის“ კვლევით ვარაუდობენ ხორცის შიდამოხმარების 5%-იან ზრდას. რამდენად მზადაა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ხორცის ადგილობრივი წარმოება? განვითარების რა ეტაპზეა მეცხოველეობა საქართველოში? რა გამოწვევებია სექტორში და რა კეთდება მათ გადასაჭრელად?

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

ბექა გონაშვილი – ფერმერი. მეცხვარეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

ლაშა ავალიანი – ლაშა ავალიანი USDA-SQIL პროექტის დირექტორის მოადგილე.დემნა ხელაია – სეს-ის ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი.

დემნა ხელაია – სეს-ის ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი.

სალომე გელაშვილი – ISET-ის წამყვანი ეკონომისტი.

ვიოლა ფონ კრამონი – ევროპარლამენტარი.

?უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.