თხილის სუბსიდირების ფარგლებში აგროქულების ხარჯვაზე კონტროლი გამკაცრდება. დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლიანობისთვის სხვა პრობლემებთან ერთად მიწის მჟავიანობაც გამოწვევაა. ვისი შეცდომა, თუ დაუდევრობაა თხილის ბაღების მაღალმჟავიან ნიადაგზე გაშენება? – ფერმერების თუ სახელმწიფოსი, რომელიც წლებია ბაღების დასაფინანსებლად ბიუჯეტის ფულს ხარჯავს და უკვე მეორე წელია თხილის სექტორსაც ასუბსიდირებს?
„ჯორჯიან ნატურალ პროდაქტს“ აისო სერტიფიცირებასა და ტექნიკურ გადაიარაღებაში შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ეხმარება. მხარეებმა თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს. რამდენად მნიშვნელოვანია ამერკელი ხალხის დაფინანსება ქართული კომპანიებისთვის – „ჯორჯიან ნატურალ პროდაქტის“ ერთი მაგალითი წილკნიდან და USAID-ის მზადყოფნა მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის გასაგრძელებლად.
ვირის რძეზე მოთხოვნა მზარდია. ერთი ლიტრი რძის ფასი ამჟაად 70 ლარი ღირს. რამდენად მომგებიანია ვირების ფერმის გაშენება საქარველოში? – ვირის რძისა და რძის პროდუქტების სარგებლიანობა „აგროსიახლეებში“.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
მერაბ ჭითანავა – საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.
ლევან ქარდავა – საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
ლაშა შალამბერიძე – სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
თემურ ლომიძე – ფერმერი (ვირების ფერმის მფლობელი)
ილია ზედელაშვილი – “ჯორჯიან ნეფერალ პოროდაქთის” საწარმოს დირექტორი
კონსტანტინე კობახიძე – USAID საქართველოს წარმომადგენელი.
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.