Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 36 (სეზონი 14)

ისეთ სტრატეგიულ დარგზე, როგორიც ტრანსპორტია, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მხოლოდ 8%-ი მოდის. მთლიან შიდა პროდუქტში კი ტრანსპორტის წილი სულ რაღაც 7%-ია. რატომ ვერ ან არ იყენებს საქართველო გეოპოლიტიკურ ფანჯარას სატრანზიტო პოტენციალის ზრდისთვის? ხომ არ იცვლის გეზს ევროპისკენ დაძრული ქართული გემი? რა გავლენა ექნება “აგენტების კანონს” ქართულ ტრანზიტზე? – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის  მიგნებები “აგროსიახლეებში”.

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტი:

პაატა ცაგარეიშვილი – “საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” პრეზიდენტი.

🔴 უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇

რა რისკია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” სოფლებისა და რეგიონებისთვის? რას კარგავენ ფერმერები, აგრომეურნეები და რა სიგნალია დემონსტრაციული აქციები თუ ანტიევროპული მესიჯები ადგილობრივი და საერთაწსორისო ბიზნესისთვის – ფერმერთა ხმა და ბიზნესსამართლის სპეციალისტის შეფასებები და რეკომენდაციები “აგროისახლეებში” 👇

პოლიტიკური დეჟავიუ და ნაცნობი სცენარი, – საქართველო ერთი წლის თავზე მეორედ აპროტესტებს ეგრეთ წოდებულ აგენტების კანონს, რომლითაც პარტნიორი ქვეყნების დონორი ორგანიზაციები მტრულ ძალად ცხადდება. რა ეკონომიკურ სარგებელს ვიღებთ დასავლეთისგან და რა პროექტებს ახორციელებს თავად მთავრობა დასავლური ფულით? გამჭვირვალობა თუ სტიგმატიზება? – კანონპროექტის ქვეტექსტი და ღია განაცხადი. რა რისკია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” სოფლებისა და რეგიონებისთვის? რას ვკარგავთ რის ფასად – ციფრები და შეფასებები “აგროსიახლეებში”. 👇