Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 5 (სეზონი 14)

? რეგიონებში მიმდინარე პროექტები და სახელმწიფო პროგრამები მიგრაციის შემაკავებელი ფაქტორი ვერ ხდება. სამეგრელოლოს მაგალითზე მოგიყვებით, რა მიზნით ტოვებენ მოქალაქეები მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებს? რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ხელისუფლება ნეგატივის მასშტაბს? რა კეთდება რეგიონებში დაბრუნებული ემიგრანტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად?

? გრძელულიანი იარაღების ბალისტიკური შემოწმება დაიწყო, რაც იარაღის მფლობელებს გასროლილი ნიმუშების შენახვას ავალდებულებს. სიახლეს უარყოფითად აფასებენ სროლის პრეცეზიულ ასოციაციაში. რა საფრთხეს ხედავენ და რა არ მოსწონთ სპეციალისტებს?

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

ნანა თოდუა – ასოციაცია „მერკურის“ ხელმძღვანელი.

ოთარ კიშინსკი – პრეციზიული სროლის ფედერაციის წარმომადგენელი.

? უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. ?