Skip to content Skip to footer

აიკრძალება თუ არა ფუა-გრას გაყიდვა ნიუ-იორკში

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ქეთი ჰოკული აპროტესტებს ფუა-გრას გაყიდვის აკრძალვას, რომელსაც ხელი ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა 2019 წელს მოაწერა.

როგორც Fox News იუწყება, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ დელიკატესის მთავარი ინგრედიენტის, იხვის ან ბატის ღვიძლის, მისაღებად ფერმერების მიერ ფრინველის არაადამიანური, არაჰუმანური, მოპყრობის გამო. საქმე ისაა, რომ ფუა-გრას დასამზადებლად ფრინველებს, როგორც წესი, იძულებით კვებავენ სპეციალური ძაბრების, ან მილების გამოყენებით.

ტელეკომპანიის ცნობით, გაყიდვის აკრძალვა 2022 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში, მაგრამ შტატის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, რადგან მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, მრავალი ფერმის დახურვა გამოიწვიოს, ამიტომ ინდუსტრიამ ეს საკითხი თავად უნდა დაარეგულიროს.

Fox News-ის ცნობით, ივლისში ქალაქის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა შტატის გადაწყვეტილება, რომელმაც გადადო გაყიდვის აკრძალვა. საპასუხოდ, შტატის ხელისუფლებამ ახალი აპელაცია შეიტანა.

ცხოველთა უფლებების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება შეგნებულად აჭიანურებს საკითხს, რაც ასევე აწყობთ ფერმერებს, რადგან სასამართლო პროცესის დასრულებამდე მათ ფუა-გრას წარმოების უფლება აქვთ.

სხვათა შორის, ფუა-გრა ამჟამად ევროპის მხოლოდ ხუთ ქვეყანაში იწარმოება, ესენია: ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი და ბულგარეთი.

ცნობისთვის, ბელგიის ხელისუფლება აპირებდა 2023 წლიდან სამეფოში ოფიციალურად აეკრძალა ბატების იძულებითი გასუქება ფუა-გრას წარმოებისთვის, თუმცა შეზღუდვა ამ დრომდე არ ამოქმედებულა.