ფინანსური ინფორმაციების პროვაიდერმა კომპანია SmartAsset-მა გამოიკვლია, რა შემოსავალი აქვთ მერიკის უმდიდრეს შინამეურნეობებს. აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი შინამეურნეობების 1%-ში მოსახვედრად მინიმალური წლიური შემოსავალი $650 000-ია.
სიმდიდრის სტანდარტები შტატების მიხედვით განსხვავდება.
რეიტინგის თანახმად, უმდიდრესი შინამეურნეობები, მაგალითად, კონექტიკუტში, წლიურად დაახლოებით $953 000-ს გამოიმუშავებენ. კონექტიკუტი და მასაჩუსეტსი ის ორი შტატია, სადაც უმდიდრეს 1%-ში მოსახვედრად აუცილებელი მინიმალური შემოსავალი $900 000-ია.
კონგრესის საბიუჯეტო ოფისის თანახმად, აშშ-ს უმდიდრესი 1%-ის ქონება მთელი ქვეყნის სიმდიდრის მესამედზე მეტს შეადგენს.