Skip to content Skip to footer

ართმევს თუ არა Dark kitchen-ი მომხმარებელს კვების ტრადიციულ ობიექტებს

რამდენად ართმევს Dark kitchen-ი კვების ტრადიციულ ობიექტებს მომხმარებელს, ამ კითხვაზე პასუხისას რესტორატორთა ასოციაციის ხემძღვანელი, შოთა ბურჯანაძე, პრობლემას აღიარებს, თყუმცა ხაზს უსვამს, რომ მისი დარეგულირება ხელოვნურად არ უნდა მოხდეს.

„ჩემი მიდგომა ასეთია – რაღაცის ხელოვნურად დახურვა ან გახსნა, არასწორია. ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ყოველთვის ლაგდება, რა არის რეალურად მისაღები მომხმარებლისთვის და რა არა. იმ შემთხვევაში, თუ გატანის სერვისი ემსახურება გარკვეულ კატეგორიას ანუ ეს ბაზრის ნაწილმა პანდემიის დროს მიიღო და პანდემიის შემდეგ დაიტოვა. ცხადია, ამან რესტორნებს წაართვა მომხმარებლის ნაწილი, მაგრამ მომხმარებლის კომფორტის ზონიდან გამოყვანა ამის გამო რატომ უნდა მოხდეს, ჩემთვის გაუგებარია. რესტორანი ზოგადად რეკრეაციის ადგილია, სადაც არა მხოლოდ კვებითა და გასტრონომიით ხდება სიამოვნების მიღება, არამედ გარემოთი, მუსიკით და სოციალური კონტაქტებითაც. ეს ყველაფერი მისთვის მნიშვნელოვანი თუ არ არის და სახლში იქმნის ამ კომფორტს, რატომაც არ უნდა დარჩეს”, – განაცხადა ბურჯანაძემ „ბინესპრესნიუსთან“.

Dark kitchen-ი, რომელსაც ევროპის ცალკეული ქვეყნები ამკრძალავ რეგულაციებს უწესებს, სარესტორნე ბიზნესის სერიოზულ კონკურენტად მოიაზრება. 2022 წლიდან მოყოლებული ესპანეთის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის მთავრობები აქტიურად ცდილობენ Dark kitchen-ის (მხოლოდ გატანის სერვისზე მომუშავე სამზარეულოების) შეზღუდვას.

მეტი დეტალი წაიკითხეთ აქ ?