Skip to content Skip to footer

ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასი შემცირებულია

ქართული ატმისა და ვაშლატამას საექსპორტის სეზონი აქტიურია, თუმცა, როგორც ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ, ატმისა და ვაშლატამას საბითუმო ფასი, შარშანდელთან შედარებით, ძალიან დაბალია. მათი ინფორმაციით, წელს კგ-ზე 1-1,2 ლარის (0,38-0,45 დოლარის) ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როცა წინა სეზონის დასაწყისში კგ-ის ფასი 2-3 ლარს (0,68-1,02 დოლარს) აღწევდა.

ქართველი ფერმერები ფასების კლებას რუსული რუბლის გაუფასურებასა და სეზონის დასაწყისში მოთხოვნის შემცირებას უკავშირებენ

ინფორმაციას აგროპორტალი, EastFruit ავრცელებს.

საექსპორტო სეზონი ახალი დაწყებულია და ფერმერები დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ, თუ როგორ შეიცვლება ფასები მომავალში.

2022 წლის სეზონზე (ივნისის ბოლო კვირაში) კგ-ზე 2-ლარიანი (0,68 დოლარის) საშუალო საბითუმო ფასით გაიხსნა, ხოლო აგვისტოს პირველ კვირას მინიმალურმა სეზონურმა ფასმა კგ-ზე 1 ლარს (0,37 დოლარს) მიაღწია.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში მიმდინარე კვირის დასაწყისში ექსპორტის მხარდამჭერი ჯგუფი ამოქმედდა, რომელიც ფერმერებს ფიტოსანიტარული და საბაჟო დოკუმენტაციის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით გაფორმებაში ეხმარება.

მიმდინარე სეზონზე ატმისა და ვაშლატამას საშუალო მოსავალი არის მოსალოდნელი. იმის მიუხედავად, რომ ხანგრძლივი წვიმების შედეგად ზოგიერთი ბაღი სეტყვამ და დაავადებებმა დააზიანა, აგროპორტალის შეფასებით, ეს ფაქტორები მთლიან მოსავალზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.