Skip to content Skip to footer

ახმეტის მუნიციპალიტეტში მეაბრეშუმეობის შესახებ ტრენინგი გაიმართა

ოცამდე დამწყები მეაბრეშუმე ახმეტელი ქალი დაესწრო ტრენინგს ახმეტის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ნარგიზ ბარამიძე უძღვებოდა.

ქალებსა და სტუმრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი,  ალექსი ფიცხელაურიც მიესალმა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მეურნეობის სპეციალისტებმა მეაბრეშუმე ქალების კითხვებს უპასუხეს და სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები ოჯახები მინახულეს.

აბრეშუმის ჭიების მოშენება ახმეტის მუნიციპალიტეტში უკვე 11 ოჯახს და ერთ სკოლას აქვს დაწყებული. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, მომავალ წელს ასეთი ოჯახების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.

ადგილზე მეაბრეშუმეობის დარგის კვლავ პრიორიტეტად ქცევას ხელს არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი უწყობს.