Skip to content Skip to footer

გამჭვირვალობა თუ სტიგმატიზება? – კანონპროექტებზე დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მომუშავე NGO-ებისა და ვეფხია გიორგაძის შეფასებები

“რუსული კანონი”, რომელსაც მმართველი გუნდი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს” უწოდებს, პარლამენტმა 17 აპრილს I მოსმენით მიიღო. კანონპროექტით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსი ენიჭება ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ამიტომ რჩება განცდა, რომ ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” რეგისტრაცია, ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.
დაძაბულობისა და უკიდურესად მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის მიუხედავად, გაგიკვირდებათ და, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოიცალა და მაინც და მაინც ახლა გადაწვიტა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფებთან განიხილოს სტრატეგიის 2024-2025 სამოქმედო გეგმა. არადა, სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ორგანიზაციებიც, რომლებიც, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემთხვევაში, გამოცხადდებიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმღებია იმ დონორული დახმარებისა, რომელსაც განვითარების პარტნიორები ჩვენს ქვეყანას უწევენ.

“ამ უწყებამ ყველაზე კარგად იცის, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს დახმარება, რომელიც ხმარდება როგორც რეფორმებს, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და მის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობაც სწორედ დონორთა აქტიური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მას უნდა ეყოს გამბედაობა და როგორც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში შემავალმა უწყებამ, ყველა ღონე იხმაროს, რომ აღნიშნული კანონპროექტი კანონად არ იქცეს.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა საკითხი, რაც დეცენტრალიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას ეხება, მაგრამ არა ამ მოცემულობაში. ჩვენ მზად ვართ, დავუბრუნდეთ სამუშაო ფორმატს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გაიწვევს კანონპროექტს უკან და აღარასოდეს დაუბრუნდება მას.“
– ამ განცხადებას ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის 12 წევრი.

რა რისკია ეს კანონი სოფლებისა და რეგიონების განვითარებისთვის, – “აგრო სიახლეების” ამ კითხვას პასუხობს ეკონომისტი, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი, ვეფხია გიორგაძე.

სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇