Skip to content Skip to footer

განვითარების რა ეტაპზეა სასუფრე ყურძნის ქართული წარმოება და როგორ ეხმარება ამ მიმართულებას USAID-ი?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უამრავი ჯიშის ყურძენი მოდის, სუფრის ყურძენი საკმაოდ ახალი პროდუქტია, რომელიც ბაზრისთვის ერთგვარად უცხოც კია. ქვეყანა წარმოების მხრივ მცირე მოცულობებს ქმნის, თუმცა, ბოლო დროს ფერმერები სულ უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი სუფრის ყურძნის ვენახების გაშენებით. სუფრის ყურძნის მთლიანი სახელმწიფო მარაგი, საღვინე ჯიშებთან შედარებით, ძალიან ცოტაა. საბაზრო მოთხოვნას სასუფრე ყურძნის ადგილობრივი წარმოება უწყვეტად ერთი თვის განმავლობაშიც ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ ბაზარი იძულებულია, იმპორტით ისარგებლოს. რა უშლის ხელს სუფრის ყურძნის ინდუსტრიალიზაციას ღვინისა და ვაზის სამშობლოში? რა პერსპექტივაა ამ მხრივ საქართველოში – დეტალებს “აგრო სიახლეებთან” განმარტავს საქართველოს სუფრის ყურძნის ასოციაციის პრეზიდენტი შეთე ქემოკლიძე.

როგორია დონორების დაინტერესება და ვინ როგორ ეხმარება ფერმერებს, – საკითხზე “აგრო სიახლეებთან” საუბრობს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენელი, შოთა ცუკოშვილი.

სრული გადაცემა ნახეთ აქ🔴👇