Skip to content Skip to footer

გრძელულიანი იარაღების ბალისტიკური შემოწმება 2 თვეა დაიწყო – რა არ მოსწონთ სპეციალისტებს

2023 წლის 1 აგვისტოდან, საქართველოს შსს მომსახურების სააგენტომ დაიწყო გრძელულიანი იარაღების ბალისტიკური შემოწმება, რაც იარაღის მფლობელებს ავალდებულებთ რეგისტრირებული გრძელლულიანი იარაღებიდან გასროლილი ნიმუშების შენახვას მასროთეკაში, ვაზნოთეკაში, ე.წ. რეესტრში. როგორც “აგროსიახლეებს” პრეციზიული სროლის ფედერაციაში განუმარტეს, აქამდე მხოლოდ მოკლე იარაღებს უკეთებდნენ ბალისტიკურ შემოწმებას.

საქმე ისაა, რომ ყველა იარაღი უნიკალურ კვალს ტოვებს მასრაზე,ტყვიაზე (ჭურვზე) და, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ახალი კანონდათქმის ამოქმედებით, მომავალში ჩადენილი დანაშაული, შესაძლოა, გაიხსნას დანაშაულის ადგილას აღოჩენილი და რეესტრში შენახული მასალების შედარებით.

პრეციზიული სროლის ფედერაციაში გვიხსნიან, რომ ერთი შეხედვით ეს დადებითად შეფასდეს, ვინაიდან, საკითხში ნაკლებად გარკვეულმა ადამიანმა, შესაძლოა, ჩათვალოს, რომ ამგვარი კონტროლი სახელმწიფოს დამატებით ინსტრუმენტებით აღჭურვავს და რაიმენაირად შეაკავებს ან შეამცირებს კრიმინალს. მაგრამ, ფედერაცია ამტკიცებს, რომ ეს ასე არაა, უფრო მეტიც, მათი მტკიცებით, ეს პროცედურა მიუღებელი, მიზანშეუწონელი, არაეფექტურია იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა კეთდება. უფრო მეტიც, ფედერაციაში დარწმუნებული არიან, რომ ის სახიფათოა როგორც იარაღებისთვის, ისე ბალისტიკის გამტალრებელი პერსონალისთვის, ასევე ფინანსური ზარალის მომტანია როგორც სახელმწიფსთვის, ისე იარაღის მფლობელებისთვის, სპორტული აქტივობების გამანადგურებელი.

“აგროსიახლეებთან” საუბრისას ფედერაციის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ეს სიახლე მთელი ინდუსტრიის, როგორც ეკონომიკური დარგის, დამმუხრუჭებელი იქნება.

“ჩვენმა ფედერაციამ სცადა, მოეძიებინა სხვა ქვეყნის მაგალითები. ვიპოვეთ, მხოლოდ 4 ქვეყანა(შესაძლოა სხვებიც არსებობენ მაგრამ ჩვენ ესენი ვნახეთ) რომელიც გრძელი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას (იგულისხმება გასროლა და ნიმუშების შენახვა) ახდენს. ამ ქვეყნების ჩამონათვალი არის შემდეგი: სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, ბელორუსია, რუსეთი. ცივილიზებული სამყარო ამაზე უარს ამბობს,” – ამბობენ ფედერაციაში.

“აგროსიახლეებმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი კითხვებით მიმართა, თუმცა უწყების პრესსამსახურმა, დაპირების მიუხედავად, მომსახურების სააგენტოდან ამ საკითზე პასუხისმგებელი კომპეტენტური სპიკერი ვერ შეგვირჩია. მიზეზად, შოვის სტიქიის გამო მათი საგანგებო რეჟიმი დაგვისახელეს.

პრეციზიული სროლის ფედერაცია კი დარწმუნებულია, შესაძლებელია საკითხის იმგვარად დარეგულირება, რომ ყველას ინტერესები გთვალისწინებული იყოს. შსს-ის თანხმობის შემთხვევაში, ფედერაცია მზადაა, დაინტერესებული პირებისთვის ბალისტიკის საკითხებზე რამდენიმე საათიანი უფასო სემინარი ჩაატაროს.

“ზოგადად სპორტსმენები ბევრს ისვრიან და შესაბამისად იარაღის ზოგიერთი ნაწილი ადვილად ცვდება. შესაძლებელია ადამიანმა 3 ჯერ და მეტჯერ გამოცვალოს ლულა ან ნემსი კალენდარული წლის განმავლობაში და ამის გამო ხელახალი რეგისტრაცია არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს სურვილს უკლავთ, ამ სფეროში რამე გააკეთოს, ისედაც ძვირაინ აქტივობას კიდევ უფრო აძვირებთ. ეს ყველააფერი ძალიან მტკივნეულად შეეხება ბიზნესაც, პრინციპში უკვე შეეხო კიდეც, რამდენიმე დღეა გაჩერებულია გაყიდვები. ყოველივე ზემოანიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იქნებ კიდევ ერთხელ დავჯდეთ და ერთად მოვიფიქროთ როგორ შეიძლება ამ საკითხის იმგვარად დარეგულირება, ყველას ინტერესები გთვალისწინებული რომ დარჩეს. აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შეგვიძლია, ბალისტიკის საკითხებზე რამდენიმე საათიანი უფასო სემინარი ჩავატაროთ თქვენი შესაბამისი თანამშრომლებისთვის,” – ეუბნება “აგროსიახლეებს” საქართველოს პრეციზიული სროლის ფედერაციის წარმომადგენელი და საკუთარი პოზიციის გასამტკიცებლად იშველიებს ამერიკულ პრაქტიკას. ფედერაციიდან მოგვაწოდეს საერთაშორისო მედიაში დაბედჭილი სტატიები, რომლებშიც საუბარია ამ სისტემის (აშშ-ში Combined Ballistics Identification System (CoBIS) არაეფექტურობაზე. სტატიებში წერია, რომ მერილენდში ბალისტიკური ნიმუშების შენახვამ 15 წლის განმავლობაში 1 დამნაშავეც კი ვერ გამოავლინა. ასევე, ნიუ იურკში კრიმინალის აღმოფხვრის მიზნით გან კონტროლის (იარაღის კონტროლის) და ბალისტიკური ნიმუშების შენახვის პროგრამაამ სრული კრახი განიცადა, რის გამოც აქაც და სხვა შტატებშიც დახურეს ეს პროგრამები მისი არაეფექტურობის გამო და კანონმორჩლი იარაღის მფლობელებისთვის დისკომფორტის მოხსნის მიზნით.

ფედერაციის მოწოდებული სტატიები იხილეთ ქვემოთ ?


https://www.washingtonpost.com/opinions/marylands-long-overdue-goodbye-to-ballistic-fingerprinting/2015/11/13/a277d02a-87db-11e5-be39-0034bb576eee_story.html


https://www.washingtontimes.com/news/2015/nov/9/maryland-guts-gun-control-ballistic-fingerprints-p/


https://bulletin.accurateshooter.com/2012/04/new-york-state-abandons-useless-cobis-ballistics-database/


https://nypost.com/2012/04/02/cuomo-whacks-pataki-gun-law/