Skip to content Skip to footer

დამოუკიდებლობის არქონა თვითმმართველობის სისტემის მთავარი პრობლემაა

თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, 2013 წლიდან დაიწყო. 2014 წლის თებერვალში მიიღეს თითმმართველობის კოდექსი, რასაც წინ 2013 წლის მარტის მთავრობის განკარგულება უძღოდა. კოდექსით დეცენტრალიზაციის პრინციპების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკა დამტკიცდა.  

რამდენად ქმედითი და ეფექტურია თვითმმართველობის დღევანდელი ფორმა; რატომ არ არის ის სრულყოფილი და არის თუ არა დამოუკიდებლობის არქონა ამ სისტემის მთავარი პრობლემა – საკითხის შესახებ თვითმმართველობის მკვლევარი, მაგდა პოპიაშვილი და ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის წარმომადგენელი, დავით ლოსაბერიძე საუბრობენ.