Skip to content Skip to footer

დეფიციტურია მოზარდი საქონელი – ბექა გონაშვილი

“გალთ ენდ თაგარტმა“ ხორცისა და ხორცპროდუტების ადგილობრივი ბაზარი გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ საქართველომ შარშან 192 მილიონი კილო ხორცი და ხორცპროდუქტი მოიხმარა. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ხორცის მოხმარება ქვეყანაში მომავალი ხუთი წლის განმავლობაში (2023-27) წლიურად საშუალოდ 5%-ით გაიზრდება, ხოლო ხორცპროდუქტების მოხმარება 8%-ით. ნავარაუდებია ხორცის გლობალური მოთხოვნის ზრდაც.

რამდენად მზად ხვდება ამას ხორცის ადგილობრივი წარმოება? განვითარების რა ეტაპზეა მეცხოველეობა საქართველოში, რა გამოწვევებია სექტორში და რა კეთდება მათ გადასაჭრელად?

ფერმერების ნაწილი მთავარ გამოწვევას იმაში ხედვას, რომ დღეს საქართველოში ხორცის წარმოება გაბნეულია მცირე მეურნეობებში, რომელთაც ხარჯების ოპტიმიზაცია უჭირთ. მეხორცული მიმართულების მეცხოველეობაში მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკულია.

ფერმერი ბექა გონაშვილი პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ ქვეყანაში არ არსებობს და დეფიციტურია მოზარდი საქონელი, რადგან მისი ძირითადი მასა, მაღალპროდუქტიული ნარჩევი ცხოველები, ხბოობის ეტაპზე ექსპორტზე არაბულ ქვეყნებში გადის. ადგილზე კი დაბალპროდუქტიული ნაწილი რჩება.

სრული გადაცემა ნახეთ აქ ?

შეგახსენებთ, მეცხოველეობა სასურსათო უსაფრთხოების მხრივ ერთ-ერთ სტრატეგიულ დარგად მიიჩნეევა. რა დონეზეა მესაქონლეობაში მეხორცული და მერძევეული მიმართულებება საქართველოში? წარმოების რა ეტაპზე, რა ნაწილში უჭირს ფერმერს ყველაზე მეტად დღეს? რამდენად დიდია განსხვავება ევროპულ და ქართულ ფერმებს შორის? დეტალები გაიგეთ გადაცემიდან “აგროსიახლეები”.?