Skip to content Skip to footer

ევროპის ქუჩებში ცხენოსან ეტლებს ელექტროძრავიანი ეტლები ცვლის

2024 წლიდან ბრიუსელის ქუჩებში ტურისტული ცხენოსანი ეტლები აღარ იმოძრავებენ და მათ, სავარაუდოდ, ელექტროძრავიანი ეტლები ჩაანაცვლებს. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, ამჟამად ქალაქში სამი ეტლი მუშაობს, რომელიც ყოველწლიურად 15 ათას ტურისტს ემსახურება.

აკრძალვას ცხოველთა უფლებების დამცველები მოითხოვდნენ იმ არგუმენტით, რომ ქალაქში ცხოვრება და მუშაობა ცხენების ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მათი მტკიცებით, ცხენებს ფეხის სახსრის პრობლემა იმის გამო ექმნებათ, რომ მთელი დღე მყარ ზედაპირზე უწევთ სირბილი, გამონაბოლქვი აირების გამო კი ცხენები რესპირატორული დაავადებებით სნეულდნენ, ხმაური კი მათ აგრესიულებს ხდის.

შეგახსენებთ, ცხენოსანი ეტლები 2018 წელს რომში, 2022 წელს სოფიაში, ხოლო 2023 წელს პრაღასა და ესპანეთის ყველა ქალაქში აიკრძალა.