ველური მცენარეები – ფამფარა და აჭურა წალკის რაიონის სოფელ რეხას მოსახლეობისთვის არა მხოლოდ სამკურნალო და საკვები, არამედ სარიტუალო მცენარეებიც აღმოჩნდა.
რეხას ამაღლების ტაძარში შეკრებილი თანამედროვეები იხსენებენ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ეს მცენარეები ამაღლების დღესასწაულს უკავშირდებოდა.
ევროპას, აზიასა და აფრიკაში ფამფარას 150-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული. საქართველოში 14 სახეობა მოიპოვება, რომელთაგან 5 საქართველოს ენდემია, 4 კი კავკასიისა.