Skip to content Skip to footer

პრო­ფე­სი­ით მხატ­ვარ­მა და მო­ქან­და­კემ, თე­მურ ლო­მი­ძემ, ათე­უ­ლი წლე­ბი მოს­კოვ­ში, კვიპ­როს­სა და ბერ­ლინ­ში გა­ა­ტა­რა. საზღ­ვარ­გა­რეთ მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობ­და, ქმნი­და ტი­ლო­ებ­სა და ქან­და­კე­ბებს.

350-მდე ტი­ლო­სა და 15 ქან­და­კე­ბის ავ­ტო­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო აუქ­ცი­ონ­ზე იყი­დე­ბა.

ხე­ლოვ­ნე­ბას ხე­ლი არ შე­უშ­ლია ფერ­მე­რო­ბა­ზე ეფიქ­რა, ნო­ვა­ტო­რუ­ლი იდეა რე­ა­ლო­ბად ექ­ცია და პირ­ვე­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ხედ­რე­ბის ფერ­მა მო­ეწყო. სა­ხედ­რის რძე საკ­ვებ პრო­დუქ­ტად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სწო­რედ მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­რე­გის­ტ­რირ­და.

დად­გე­ნი­ლია, რომ ერ­თი წვე­თი სა­ხედ­რის რძე 100 მი­ლი­ონ­ზე მეტ უწ­ვ­რი­ლეს ცხი­მის ბურ­თუ­ლას შე­ი­ცავს, რომ­ლე­ბიც სა­მა­სამ­დე სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბი­თაა მდი­და­რი, მათ შო­რის, კალ­ცით, ფოს­ფო­რით, A, B, C და D ვი­ტა­მი­ნე­ბით (მას­ში C ვი­ტა­მი­ნის შემ­ც­ვე­ლო­ბა, ძრო­ხის რძეს­თან შე­და­რე­ბით, 60-ჯერ მე­ტი­ა), ომე­გა 3-ით, ომე­გა 6-ით. სა­ხედ­რის რძის მი­ღე­ბი­სას კა­ნი დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით კო­ლა­გენს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რძე­ში შე­მა­ვა­ლი ლაქ­ტო­ზა კი მის და­ბე­რე­ბას უშ­ლის ხელს.

სა­ხედ­რის რძე არა­თუ ხელს უშ­ლის ცხი­მე­ბის წარ­მოქ­მ­ნას, არა­მედ უკ­ვე წარ­მოქ­მ­ნი­ლი ცხი­მის დაშ­ლი­სა და ორ­გა­ნიზ­მი­დან ქო­ლეს­ტე­რი­ნის გა­მო­დევ­ნის პრო­ცესს ააქ­ტი­უ­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, ის ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც გა­და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­ხით, ისე კოს­მე­ტი­კუ­რი და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა­ში.

სახედრის რძის დღი­უ­რი ნაწ­ვე­ლის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა 250-300 გრამს შე­ად­გენს. სა­ხე­და­რი 12-თვი­ა­ნი მა­კე­ო­ბის შემ­დეგ მე-13 თვეს მშო­ბი­ა­რობს და 9 თვე იწველება.

ვირის რძით, ასევე, ჩვი­ლის საკ­ვებს ამზადებენ, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი უძ­ვი­რე­სი პრო­დუქ­ტია. თუ თხის რძის ცხი­მი­ა­ნო­ბა 6-7%-ს შე­ად­გენს, სა­ხედ­რის რძე­ში ის მხო­ლოდ 0.5-ია.

ფერმერის თქმით, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ვირის რძე დედის რძეს 97 %-ით უტოლდება.