Skip to content Skip to footer

ვირის რძის სამკურნალო თვისებები

ფერმერი თემურ ლომიძე უკვე შვიდი წელია გარდაბნის რაიონში ვირების 100-სულიან ფერმას ფლობს. როგორც მან „აგროსიახლეებთან“ საუბრისას აღნიშნა, რძეზე მოთხოვნა სულ უფრო მეტად მზარდია. რადგან ერთ ჯერზე ვირი 200-300 გ რძეს იწველება და წველის პროცესიც საკმაოდ დიდ ძალისხმევას საჭიროებს, ერთი ლიტრი რძის ფასი ამჟამად 70 ლარია. ყველის გარდა ვირის რძისგან ფერმერი შოკოლადს, რძის ფხვნილს, ლიქიორს, ტუჩსაცხს, სახისა და თმის მოვლისათვის საჭირო კრემებსა და 6 სახეობის საპონს ამზადებს.

რძე ნედლი სახით მოიხმარება და ასთმის, ყივანახველას, ყელის ინფექციების, ტუბერკულოზის, გულსისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის, ვირუსული ინფექციების, იმუნოდეფიციტისა და კანის დაავადებების საუკეთესო მკურნალია.

სიუჟეტიდან შეიტყობთ ვირის რძისა და რძის პროდუქტების სარგებლიანობის შესახებ.