Skip to content Skip to footer

ზემო ალვანში აბრეშუმის ჭიებს სულ უფრო მეტი ოჯახი უვლის

ბავშვობის ნოსტალგიას დამატებული შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო – დალი ვეშაგურიძისთვის აბრეშუმის ჭიის მოვლა ის საქმიანობაა, რომელიც სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნოსაც ითავსებს.

ბავშვობის ნოსტალგია ყოველდღიურ რეჟიმად ფერმერისთვის შარშან იქცა. როცა მეაბრეშუმე აგრონომ ნუნუ ნახუცრიშვილთან შეხვედრის შემდეგ სახლში, სოფელ ზემო ალვანში ორი გრამი მურით ხელში დაბრუნდა.

როგორც ფერმერი აღნიშნავს, აბრეშუმის ჭიის მოვლის პროცესი, ფაქტობრივად, ხარჯს არ მოიცავს. რაც ეეხება ადამიანურ რესურსს, მის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს შეუძლიათ, რადგან ამისთვის რაიმე სახის სპეციალური ცოდნა საჭირო არაა.

ჭიის იმ რაოდენობის გამოსაკვებად, რასაც ოჯახი ამჟამად უვლის, ეზოში შემორჩენილი თუთის ხეები საკმარისია, თუმცა, თუკი აბრეშუმხვევიების რაოდენობა გაიზრდება, საჭირო გახდება თუთის ხეების გაშენებაც.

თუკი გასულ წელს აბრეშუმის ჭია სოფელ ზემო ალვანის მხოლოდ ამ ერთ ოჯახში იზრდებოდა, ამჟამად აბრეშუმხვევიას ამ სოფლის უკვე ათი ოჯახი უვლის.