Skip to content Skip to footer

თვითმმართველობის რეფორმა – „ათი ნაბიჯი წინ, ცხრა – უკან”?

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე განმარტავს, თვითმმართველობა, ეს არის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები თავადვე გადაწყვიტონ.

ევროპული ქარტიის მიხედვით, თვითმმართველობას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს საკუთარი კომპეტენციები, გააჩნდეს ფინანსური და მატერიალური რესურსი და დამოუკიდებლად წარმართავდეს შიდა საქმიანობას.

ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის პერიოდში თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო. 2014 წლის თებერვალში მიიღეს თითმმართველობის კოდექსი, რასაც წინ უძღოდა 2013 წლის მარტის მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც დეცენტრალიზაციის პრინციპების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკა დამტკიცდა.

რა გაკეთდა 2013 წლიდან დღემდე და თვალსაჩინოა თუ არა კონკრეტული შედეგები? თემაზე ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის წარმომადგენელი, დავით ლოსაბერიძე საუბრობს.