რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, თვითმმართველობა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობაა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით თავადვე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
ევროპული ქარტიის მიხედვით, თვითმმართველობას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს საკუთარი კომპეტენციები, ასევე, ჰქონდეს ფინანსური და მატერიალური რესურსი და დამოუკიდებლად წარმართავდეს შიდა საქმიანობას.
ნახეთ თრიალეთის მოსახლეების მოსაზრება თვითმმართველობის სისტემისა და მისი მუშაობის შედეგების შესახებ.