Skip to content Skip to footer

იაპონიის აუქციონზე საზამთრო 5 000 დოლარად, ხოლო ნესვი – 26 ათას დოლარად გაიყიდა

ჩრდილოეთ იაპონიაში აუქციონზე გამოიტანეს პრემიუმ საზამთრო, რომლის გასაყიდი ფასი 700,000 იენი იყო, ანუ დაახლოებით 5 000 დოლარი. აუქციონი 2023 წლის ივნისში გაიმართა. ეს იყო Densuke-ს ჯიშის საზამთრო, რომლის წარმოება პიკს ივლისის შუა რიცხვებში აღწევს. საზამთრო ჰოკაიდოს ქალაქ ტომაში მოჰყავთ. ის გამოირჩევა უნიკალური შავი ფერის ქერქით და წითელი შიგთავსით. სეზონზე მისი ფასი სუპერმარკეტებში 50 დოლარია. იგი, როგორც წესი, იყიდება სპეციალურ შავ ყუთებში, რაც ხაზს უსვამს მის ბუნებრივ ფერს.

ცოტა უფრო ადრე, 2023 წლის 25 მაისს, იუბარის ჯიშის ორი ნესვი ჰოკაიდოში (იაპონია) აუქციონზე 3,5 მილიონ იენად (25,9 ათასი დოლარი) გაიყიდა. აუქციონზე სულ 260 ნესვი იყო გამოტანილი.

იუბარის ნესვით ვაჭრობის რეკორდი სამი წლის წინ დაფიქსირდა. ისინი 5 მილიონ იენად (39,2 ათასი დოლარი) გაიყიდა.

აუქციონზე ყველაზე დაბალი ფასი 2020 წელს დაფიქსირდა, როცა პანდემიის ფონზე, ორი ნესვის ღირებულება 120 ათასი იენი (1,1 ათასი დოლარი) იყო.