Skip to content Skip to footer

მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავი აშენდება

მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება.ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტზე დაყრდნობით.

განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო  ილტოს წყალსაცავის მშენებლობისთვის წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს.

ილტოს ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავს ისტორიული მნიშვნელობა ექნება. განხორციელდება ილტოს წყალსაცავის მშენებლობის განახლებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა,    წყალსაცავის  მშენებლობის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ჩათვლით.

მორწყვის სეზონზე  მოხდება მდინარე ალაზნის აუზში არსებული წყლის დეფიციტის შევსება, ამასთან, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება ქვემო და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის 40 000 ჰექტარ ფართობზე.