Skip to content Skip to footer

მეფუტკრეთა გაერთიანება მიბმულია დონორ ორგანიზაციებზე – ალეკო პაპავა “აგენტების კანონის” რისკებს აფასებს

გაგვიჭირდება! – ასეთი მოკლე შეფასება აქვს საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებას “აგენტების კანონის” სექტორალურ გავლენაზე.

ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტი ალეკო პაპავა “აგრო სიახლეებს” ეუბნება, რომ გაერთიანება მიბმულია დონორ ორგანიზაციებზე. ახალი კანონის გავლენით, პაპავა ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით,”მეფუტკრეთა გაერთიანებას” ბევრი წევრი დატოვებს, რადგან “აგენტის” “იარლიყს” ყველა მოერიდება.

პაპავას ინფორმაციით, ბოლო მასშტაბური კვლევაც, გაერთიანებამ სწორედ დონორების ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა და ეს იყო ისეთი სასარგებლო კვლევა, როგორიცაა, მთელი ქვეყნის თაფლოვანი მცენარეების ყვავილის მტვრის ანალიზი, რომელიც დაახლოებით 32 ათას ლარამდე დაჯდა.

ანალიზი მსოფლის წამყვან ლაბორატორიაში “ინტერტეკში” ჩატარდა. ალეკო პაპავას თქმით, დაიდო ისეთი შედეგები, რომელიც ქართულ თაფლზე მსოფლმხედველობას მთლიანად შეცვლის. კვლევის შედეგები ცოტა ხანში გასაჯაროვდება.

საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps Georgia წლებია საქართველოში სოფლის მეურნეობის პროექტებს ახორციელებს სამი დონორის ფინანსური მხარდაჭერით. ესენია: შვეიცარიის, ავსტრიის და შვედეთის განვითარების სააგენტოები. 👇

ხომ არ იცვლის გეზს ევროპისკენ დაძრული ქართული გემი? რა გავლენა ექნება “აგენტების კანონს” ქართულ ტრანზიტზე? 👇

რა რისკია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” სოფლებისა და რეგიონებისთვის? რას კარგავენ ფერმერები, აგრომეურნეები და რა სიგნალია დემონსტრაციული აქციები თუ ანტიევროპული მესიჯები ადგილობრივი და საერთაწსორისო ბიზნესისთვის 👇

პოლიტიკური დეჟავიუ და ნაცნობი სცენარი, – საქართველო ერთი წლის თავზე მეორედ აპროტესტებს ეგრეთ წოდებულ აგენტების კანონს, რომლითაც პარტნიორი ქვეყნების დონორი ორგანიზაციები მტრულ ძალად ცხადდება. რა ეკონომიკურ სარგებელს ვიღებთ დასავლეთისგან და რა პროექტებს ახორციელებს თავად მთავრობა დასავლური ფულით? გამჭვირვალობა თუ სტიგმატიზება? – კანონპროექტის ქვეტექსტი და ღია განაცხადი. რა რისკია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” სოფლებისა და რეგიონებისთვის? რას ვკარგავთ რის ფასად – ციფრები და შეფასებები “აგროსიახლეებში”. 👇