Skip to content Skip to footer

მეყველე ქალი “დმანისელ შვეიცარელებზე” წიგნს წერს

მეყველე, ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ანა მიქაძე, გადაცემაში “სათვალე” კითხულობს ნაწყვეტს რომანიდან, რომლის სიუჟეტი დმანისში ვითრდება და ქართულ-შვეუცარულ სიყვარულზეა. რა თქმა უნდა, დმანისში რომანიც კი რძისა და ყველის გარეშე ვერ ჩაივლის.

ანა მიქაძე ფიქრობს, რომ რძისა და ყველის ქართული წარმოების ისტორიაზე კვლევებია გასააქტიურებელი. მისივე თქმით, ეროვნულ მუზეუმში ყველის 80 საუკუნოვანი ჭურჭელიც ინახება, რომელზეც რძის ანაფხეკებია.

ქვემო ქართლი თეთრი ოქროს საბადოა – ამბობს მეყველე ანა მიქაძე, რომელიც დმანისელ შვეიცარელებზე რომანს წერს.

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ანა მიქაძე ამობობს, რომ საბჭოთა კავშირმა ქართული ყველის დამარხვა სცადა, თუმცა, ვერ მოახერხა. ქართული ყველის უამრავი სახეობა და ნაირსახეობაა და მათი უმეტესობა ბევრმა არც იცის.

სულგუნი, გუდის ყველი, დამბალ ხაჭო, ტენილი ჩოგი, შუშველა, ნაჩვი, – ეს ქართული ყველის სახეობებია.