მთავრობები აუცილებლად შეცვლიან პოლიტიკას, თუ ეცოდინებათ, რომ კლიმატის საკითხებს აქვს ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. კომპანიებმა უნდა იცოდნენ, რომ მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია მათ აწარმოონ პროდუქტები, რომელთა წარმოება არ იწვევს ნახშირჟანგის გამოყოფას და შეიტანონ კონკრეტული ცვლილებები ბიზნესპრაქტიკაში.
თუკი მთავრობები და კომპანიები გაითვალისწინებენ, რომ ადამიანების უმეტესობას აწუხებს კლიმატის საკითხები და სურს ამ მიმართულებით ცვლილებების დანახვა, ისინი უფრო მეტად იქნებიან მოტივირებული ცვლილებების რეალურა განსახორციელებლად.
მნიშვნელოვანია თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაჭრის კლიმატის ცვლილების პრობლემას დამოუკიდებლად. თითოეული ქვეყნისთვის მოტივაცია სხვა ქვეყნის მიერ გამოხატული აქტივოებებია ამ მიმართლებით.
კვლევების მიხედვით დადასტურდა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ადამიანების უმრავლესობა წუხს კლიმატის ცვლილებაზე და მხარს უჭერს პოლიტიკას, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.
63 ქვეყანაში გამოკითხული 59 000 ადამიანიდან 86 % ფიქრობს, რომ საჭიროა მოქმედება გლობალური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
ხალხი ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილება სერიოზული საფრთხეა და ამის მიზეზი ადამიანები არიან.
უმრავლესობამ (72%) , ასევე, მხარი დაუჭირა კლიმატის პოლიტიკას. პოლიტიკა მოიცავს სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობას, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფართოებას, მეტ განახლებად ენერგიას, მეტ ელექტრომანქანების დამტენებს და ტყეების დაცვას. ყველაზე დაბალი მხარდაჭერის მქონე ქვეყანაშიც კი მოსახლეობის 59 % მხარს უჭერს ამ პოლიტიკას.
125 ქვეყანაში გამოკითხული 130 000 ადამიანიდან 89%-მა გამოხატა სურვილი დაინახოს მეტი პოლიტიკური გადაწყვეტილებები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. 69 %-მა კი თქვა, რომ მზად იქნება მათი შემოსავლის 1 % გაიღოს კლიმატის ცვლილების პრობლემის დასაძლევად.
ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ კლიმატის ცვლილება პრობლემაა.
აღსანიშნავია, რომ დაბალი და საშუალო განვითარების მქონე ქვეყნების მოსახლეობა უფრო მეტად არის მზად გაიღოს თანხა, ვიდრე მდიდარი ქვეყნების მოსახლეობა. ბანგლადეშში მცხოვრებთა 83 %-მა თქვა ,,დიხ’’, დიდ ბრიტანეთში კი მათი რაოდენობა 48 %-ს შეადგენდა.
Nature Communications-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელების 80 %-დან 90 %-მდე არასაკმარისად აფასებს კლიმატის პოლიტიკის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერას. თუმცა, ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცვლილებების მომხრეთა რიცხვი გაცილებით მაღალია.
მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით არსებობს „პარტიული უფსკრული“: მემარცხენეები ფიქრობენ, რომ ეს უფრო მაღალი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური მემარჯვენეები.
ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო კამათობდა, ხდებოდა თუ არა კლიმატის ცვლილება, იწვევდნენ თუ არა მას ადამიანები და უნდა ვიმოქმედოთ თუ არა პროცესის შედეგების შესაცვლელად.
2000-იანი წლების პირველ ათწლეულში გარემოსდაცვითი შეშფოთება ძალიან მაღალი იყო. 2005/06 წლებში ბრიტანელების 82 %-მა განაცხადა, რომ შეშფოთებულია გლობალური დათბობით. 2010-იანი წლების დასაწყისში შეშფოთების მაჩვენებელი 60 %-მდე დაეცა. ეს, შესაძლოა, გამოწვეული იყო ფინანსური კრიზისითა და სხვა პრობლემებით. ამ მაჩვენებელმა ამჟამად რეკორდულ დონეს მიაღწია.