Skip to content Skip to footer

მსოფლიო ფორთოხლის წვენის დეფიციტის წინაშე დგას

მსოფლიოს ფორთოხლის წვენის კონცენტრატის დეფიციტი და მასზე ფასების ზრდა ემუქრება. ინფორმაციას გერმანიის ხილის წვენების მწარმოებელთა ასოციაცია ავრცელებს.

ასოციაციის მონაცემებით, წლის განმავლობაში ერთი ფუნტი ფორთოხლის კონცენტრატი, თითქმის, მესამედით გაძვირდა. კერძოდ, ფასი 2,02 დოლარიდან 2,73 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ, როცა გასული წლის იანვარში ერთი ფუნტი კონცენტრატი მხოლოდ 1,42 დოლარი ღირდა.

ასოციაციის დირექტორი, კლაუს ჰაიტლინგერი არ გამორიცხავს, რომ მომავალ წელს ციტრუსის ბაზარზე კრიზისი დაიწყოს, თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება. ის ამას ფორთოხლის კონცენტრატის მსოფლიოს უმსხვილეს მიმწოდებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში მოსავლის დაბალი დონით ხსნის. უამინდობამ ფორთოხლის მოსავალი აზარალა სხვა ქვეყნებშიც: უამინდობამ მძიმე ვითარება მექსიკასა და ესპანეთშიც შექმნა. შეერთებულ შტატებში ქარიშხლებმა და ციტრუსოვანი მცენარეების დაავადებების გავრცელებამ მოსავლის მოცულობა საგრძნობლად შეამცირა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის შვეიცარიის რძის პროდუქტების მწარმოებელთა ფედერაციამ განაცხადა, რომ, შესაძლოა, მსოფლიოში ცნობილი შვეიცარული ყველის წარმოება შეწყდეს და ეს ქვეყანა ისტორიაში პირველად შვეიცარია რძის იმპორტიორი გახდეს. მიზეზად რძის ფერმების არარენტაბელობა დასახელდა. ბიზნესგაერთიანებამ განმარტა, რომ მსოფლიოში შვეიცარული ყველის პოპულარობის მიუხედავად, მისი წარმოება სულ უფრო წამგებიანი ხდება. ქვეყანაში რძის ფასების ამჟამინდელი დონე ფერმერებს წარმოების ხარჯებსაც ვერ უფარავს, ამიტომ ისინი იძულებული ხდებიან, ფერმები დახურონ. ევროპაში ფასების ზრდამ კი მომხმარებლები აიძულა, იაფ პროდუქტზე, მათ შორის, დაბალფასიან ყველზე შეეჩერებინათ არჩევანი.