Skip to content Skip to footer

ოკეანის ფოტოგრაფიის გამარჯვებული ლამანტინის ფოტო გახდა

2023 წლის ოკეანის ფოტოგრაფიის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე პირველი ადგილი ზღვის ძროხის, ლამანტინის ფოტომ დაიკავა.  ფოტოს ავტორი სილვი ეიერია.

შეფასების კრიტერიუმებს შორის არა მხოლოდ ზღვისქვეშა სამყაროს ამსახველი კადრებიs შეფასება, არამედ ამჟამად არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე ყურადღების გამახვილებაც იყო.

Bored Panda-თან ინტერვიუში სილვი ეიერმა განაცხადა:

,,ფლორიდაში ერთადერთი ოცნებით წავედი – ზღვის ძროხების ლამაზი ფოტოები გადამეღო. ადგილობრივ მეგობართან ერთად რამდენიმე ზღვის ძროხა ვნახე. ლამანტინი, რომელიც ფოტოზეა, მეტისმეტად მომიახლოვდა, რათა ახლოდან დავენახე. მოულოდნელად, მზის სხივების წინ არაჩვეულებრივად მოთავსდა. იმედი მაქვს, ეს ფოტო გაზრდის ცნობიერებას და გვაჩვენებს, რომ ამ ძუძუმწოვრების დაცვა აუცილებელია. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობამ არ იცის ზღვისქვეშა სამყაროს შესახებ. ცხოველებისთვის ფოტოების გადაღებით, განსაკუთრებით კი მათთვის, რომლებიც გადაშენების საფრთხის წინაშე დგას, ადამიანების ცნობიერება ამაღლდება და იგრძნობენ რამდენად სასწრაფოა მათ გადარჩენაზე ზრუნვა“