Skip to content Skip to footer

აგროექსპერტებისა თუ კვლევების მიერ პროფესიული კადრების ნაკლებობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად სახელდება. პრობლემას გვიდასტურებენ კერძო სექტორშიც. ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა მთავარ პრობლემად და მიგრაციის უმთავრეს მიზეზად სახელდება, ბიზნესი პროფესიული კადრების დეფიციტზე საუბრობს.

USAID საქართველოსა და აგრარულ სკოლა „კავკასიის“ შედეგიანი თანამშრომლობის მაგალითზე ნახეთ როგორ შეიძლება ქვეყანას კვალიფიციური აგროსპეციალისტები ჰყავდეს. კოლეჯი ფერმერობასა და რძის პროდუქტების წარმოებით დაინტერსებულ პირებს მოკლე და გრძელვადიან პროფესიულ პროგრამებს სთავაზობს. რას და როგორ სწავლობენ დმანისში შვეიცარული სტანდარტის აგრარულ სასწავლებელში, რომელიც მეცხოველეობასა და რძის გადამუშავებაშია სპეციალიზებული, რას ნიშნავს ფერმერობა, რა შედეგებზე გადიან და რამდენად მოთხოვნადია აგროსპეციალიზაცია – ამ და კიდევ არაერთ საინტერესო საკითხზე ვრცელი ინტერვიუ ფერმაში სკოლის დირექტორთან, თინათინ მახარაძესთან ჩავწერეთ.