Skip to content Skip to footer

რატომ ვერ გადის ქართული ბიოპროდუქტები ექსპორტზე

საქართველოში სასათბურე ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტის დაწყებამდე, შიდა ბაზრის დაკმაყოფილებაა საჭირო, – ამის შესახებ აგროანალიტიკური პლატფორმა East Fruit წერს.

ბიომეურნეთა საექსპორტო პრობლემები სასათბურე მეურნეობა „ბოსტნის“ მაგალითზეა განხილული. კომპანიამ წელს 3 ტონა ორგანული პროდუქტი აწარმოა, თუმცა ეს ოდენობა ექსპორტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ, „ბოსტნის“ დამფუძნებლის, ბექა ბარჯაძეს თქმით, პროდუქციის ექსპორტი კიდევ რამდენიმე წლით გადაიდო.

„მიუხედავად იმისა, რომ მივიღეთ ბიოსერტიფიკატი და გავხსენით გზა ევროკავშირის ბაზარზე, უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში არ ვგეგმავთ ექსპორტს, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ ქართველი კლიენტების მომსახურების ეტაპზე ვართ. უკვე გვაქვს ჩვენი მომხმარებლის ბაზა. ყოველთვიურად ვამატებთ ახალ წევრებს, არ გვყავს ისეთი კლიენტი, რომელმაც ერთხელ იყიდა ჩვენი პროდუქცია და აღარ დაბრუნდა, ბაზარზე მოთხოვნა ძალიან დიდია და ვფიქრობთ გაფართოებაზე, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძლოთ“, – განაცხადა ბექა ბარჯაძემ და დასძინა, რომ შარშან რეალიზაციის სტიმულირებისთვის ონლაინ გაყიდვებიც გააქტიურეს, რაზეც მოთხოვნა ახლაც მაღალია.

“სოციალური ქსელებით 1500-2000 მომხმარებელი გვყავს და ყოველთვიურად 200-300 ოჯახი გვემატება, ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის პროდუქცია და სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ,“- ამბობს ქართველი ბიომეურნე.

რა პრობლემებია ბილოგიურ აგროწარმოებაში? გვაქვს თუ არა ტრატეგია და სამოქმედო გეგმა? რამდენად ეფექტურად მუშაობს ბიოწარმოების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა? – დეტალები ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის შემაჯამებელი სხდომიდან გაიგეთ აქ ?