Skip to content Skip to footer

რატომ უნდა იყოს ნებადართული მიწების უცხოებელზე გასხვისება – ეკონომისტის განმარტება

ეკონომისტი, ირაკლი მაკალათია, “აგრო სიახლეებს” უხნის,  რა  უნდა გაკეთდეს საქართველოში ჯერ მიწის საბაზრო ფასის ჩამოყალიბებისთვის, რაც თავისთავად გაუადვილებთ მეწარმე-ფერმერებს ფინანსურ ხელმისაწვდომობას და კაპიტალის მოზიდვას.

მისი მტკიცებით, პირველი აუცილებლობა სახელმწიფო მიწების განკეროებაა, რაც მიწასთან ერთად, უნდა შეეხოს წყლის, ტყის, წიაღისეულის რესურსსაც, ასევე შენობა-ნაგებობებს, ზარალიან სახელმწიფო კომპანიებსაც. მაკალათია ამბობს, რომ ამ აქტივების მოსახლეობაზე განკერძოებით, ანუ მოსახლეობის ხელში გადასვლით, მოქალაქეებს გაუჩნდებათ ფული, რაც დამატებითი კაპიტალის მოზიდვის წინაპირობა გახდება.

როგორც მაკალათია ამბობს, მიწის საყოველთაო რეგისტრაცია, რომელიც სახელმწიფოს აქვს გამოცხადებული, მცირე დადებით გავლენას მიწის ფასზე იქონიებს, თუმცა ეფექტი არ იქნება იმ მასშტაბის, რაც მიწის ადგილობრივ ბაზარს სჭირდება.

ეკონომისტი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  მიწები უნდა გადაეცეს საქართველოს მოქალაქეებს, ხოლო მისი უცხოებელზე გასხვისება დაშვებული უნდა იყოს. რატომ არის ეკონომიკურად გამართლებული და მომგებიანი მიწის უცხოებელზე გასხვისების დაშვება, ამას ირაკლი მაკალათია “აგრო სიახლეებთან” დეტალუტრად განმარტავს. 👇

შეგახსენებთ, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოებელზე გასხვისებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ექსპერტების დიდი ნაწილი. რა საფრთხეებს ხედავენ ისინი ამ ნაწილში, გაეცანით ჩვენს სტატიას 👇