Skip to content Skip to footer

რაში და როგორ გამოიყენა USAID-ისა და რითეილ ასოციაციის დახმარება “ბაია ფუდმა”

ბაია ფუდი 15 წელია ქართულ ბაზარზეა. თავდაპირველად ქართველ მომხმარებელს კომპანიამ 4 სახის პროდუქცია შესთავაზა, დღეს სამი საწარმოო ხაზით 28 სახეობის პროდუქტს უშვებს. აწარმოებს მარცვლეულის ურძეო ფაფებს ჩირით და უჩიროდ, ასევე ორცხობილებს. სულ ახლახან დაამატეს ნატურალური სნეკების ხაზი, ანუ ამზადებენ ხილის გადამუშავებიულ ხემსსაც, ჩვენ რომ ხილფაფებს ვუწოდებთ, შოკოლადით და უშიკოლოლადოდ. კომპანია წარმადობის ზრდისთვის ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებში აქტიურად მონაწილეობს და მჭირდოდ თანამშრომლობს დონორებთანაც. რეალიზაციის შეუფერხებლობისთვის და ქსელში შესავლელად კი მეგობრობს რითეილ ასოციაციასთანაც. მოკლედ, როგორ ახერხებს ბაზარზე წარმატებულ პოზიციონირებას და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივებას? – “ბაია ფუდის” წარმატების ისტორიას გვიყვება კომპანიის თანადამფუძნებელი ზვიად გრძელიძე.

სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇