Skip to content Skip to footer

რა იციან მომხმარბლებმა სურსათის უვნებლობაზე და როგორ რეაგირებენ დარღვევის შემთხვევებზე?

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ცნობადობის შესახებ ეისითის კვლევა გამოაქვეყნა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული რესპოდენტები სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის ძირითადად ორი წყაროდან იღებენ – ინტერნეტი/სოციალური ქსელები – 47% და ტელევიზია – 44%.

რესპონდენტების მიერ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში საკუთარი ცოდნის შეფასებამ საშუალოდ 3.2 ქულა შეადგინა (5-დან). ამასთან რესპონდენტების ნახევარზე მეტი – 61% გამოთქვამს სურვილს, რომ სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიიღოს. სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებით დაინტერესებულ რესპონდენტებს შორის განსაკუთრებით მაღალია დაინტერესება შემდეგი საკითხით: უვნებელი პროდუქციის შერჩევის მეთოდები – 42%.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რესპონდენტები დასახელებულ ყველა შესაძლო სარეალიზაციო ობიექტს შორის, სადაც სასურსათო პროდუქციას ძირითადად ჰიპერმარკეტი/სუპერმარკეტი – 86% , აგრარული ბაზარში – 51%, უბნის მაღაზიაში – 37% ყიდულობენ.

ამასთან, სასურსათო ობიექტის შერჩევის დროს პირველ კრიტერიუმად ყველაზე ხშირად სასურსათო ობიექტის სიახლოვე – 34%, სასურსათო პროდუქციის უვნებლობა (ჰიგიენა და პროდუქციის ვადების დაცვა) – 23% დასახელდა. პროდუქციის ფასი (პირველ კრიტერიუმად დასახელებული) მხოლოდ მოსახლეობის 14%-თვის გადამწყვეტი, მეორე კრიტერიუმად მას ასახელებს რესპონდენტების თითქმის ორჯერ მეტი ოდენობა – 26%.

ამავე დროს, სურსათის ობიექტის შერჩევის დროს თბილისში მცხოვრები რესპონდენტების 72%-თვის ადგილმდებარეობა გადამწყვეტი კრიტერიუმია. ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად იკლებს სხვა ქალაქებში (თბილისის გარდა) – 62%, სოფლად კი ეს კრიტერიუმი მოსახლეობის მხოლოდ – 43%-თვის არის გადამწყვეტი.

სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ცნობადობის შესახებ კვლევის მიხედვით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული დარღვევების გამოვლენის მიუხედავად გამოკითხული რესპონდენტების თითქმის ნახევარს – 48%-ს არანაირი ღონისძიებისათვის არ მიუმართავს.

ეისითის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში რესპონდენტების 58%-ს სურსათის სარეალიზაციო ობიექტზე და/ან კვების ობიექტზე რაიმე სახის დარღვევა აღმოუჩენია.

ამასთან, რესპონდენტებს შორის სურსათის უვნებლობის დარღვევებზე რეაგირების ყველაზე გავრცელებულ ფორმებს შორისაა პროდუქციის შეძენის ადგილზე პრეტენზიის დაფიქსირებია / ობიექტის ვებგვერდზე/ფეისბუქგვერდზე მიწერა, რასაც გამოკითხულთა 28% მიმართავს. სურსათის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული დარღვევების შესახებ მხოლოდ 5-მა რესპონდენტმა მიმართა.