Skip to content Skip to footer

რა ნეგატივი შემოაქვს ქართულ მეცხოველეობაში კლიმატის ცვლილებას

ცხოველს, როგორც წესი, თანაბრად უჭირს ყინვის დროსაც და სიცხის დროსაც. ამ დროს მას უჩნდება სტრესი, რაც პირდაპირ მოქმედებს როგორც პირუტყვის შიდა ფიზიოლოგიურ პროცესებზე, ასევე მის ქცევაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის კეთილდღეობას, აქვეითებს პირუტყვის ჯანმრთელობას და მის პროდუქტიულობას.

მსხვილფეხა რქოსანი პირიტყვისთვის იდეალური ტემპერატუურა 18-20 გრადუსია. 20 გრადუსს ზემოთ ცხოველს სითბური სტრესი ეწყება. 30 გრადუსს ზემოთ კი შესაძლოა ცხოველი დავკარგოთ კიდეც.

რა იცის კლიმატური ცვლილების რისკზე ქართველმა ფერმერმა, აცნობიერებს თუ არა პრობლემისა და საფრთხის მასშტაბს და რამდენად ემზადება პრევენციული ღონისძიებებისთვის. ამის გარკვევა “აგრო სიახლეებმა” გადაწყვიტა სოფლის მეურნეობის საერთაშოირო ასოციაციის თავმჯდომარესთან, თავადაც ფერმერთან, ამირან კოჩალიძესთან, რომელსაც თბილისთან ახლოს მდებარე ფერმაში ვესტუმრეთ და ინტერვიუც ადგილზე, სავალე ვითარებაში, ჩავწერეთ.

“რა გითხრათ, რით გაგახაროთ” – ასეთია ერთი წინადადებით კოჩალიძის პასუხი კითხვაზე, რა ნეგატივი შემოაქვს ქართულ მეცხოველეობაში კლიმატის ცვლილებას. 👇

ცხოველებში სითბური სტრესის რისკების შესახებ დეტალები ნახეთ აქ 👇

სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇