Skip to content Skip to footer

რა როლი აქვს თეატრს საზოგადოებრივი განვითარების პროცესში?

ხელოვნება, კულტურა საზოგადოების სულიერი საზრდოა და მის განვითარებაში დიდი როლი აქვს. კულტურული დაწესებულებები მუდამ საზოგადოების თავშეყრის ადგილი იყო, სადაც უფროსი და ახალი თაობა ცვლიდნენ აზრებს მიმდინარე მოვლენების შესახებ. ასე ყალიბდება ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი, ჩნდება სამოქალაქო აქტივიზმის მუხტი და იზრდება საზოგადოება.

დიდია 141-წლიანი ისტორიის მქონე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის როლი საზოგადოებრივი განვითარების პროცესში. თეატრი 1882 წელს გაიხსნა და არაერთი დაბრკოლების მიუხედავად მას შემდეგ მუშაობა არ შეუწყვეტია.

ფოთის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, თენგიზ ხუხია საუბრობს თეატრის როლზე საზოგადოებრივი განვითარების პროცესში.