Skip to content Skip to footer

როგორია კვერცხის უვნებლობის ხარისხი საქართველოში

როცა კვერცხის ხარიხსზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ უპირველესი რისკი, რაც მას ახლავს, ანტიბიოტიკების არსებობა და სალმონელაა. სწორედ ამიტომ სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა გადაწყვიტა, გამოეკვლია კვერცხი ანტიბიოტიკებზე. შედეგები დამაკმაყოფილებელია. არც ერთ შემოწმებულ ნიმუშში ქვეყანაში აკრძალული ანტიბიოტიკები არ აღმოჩნდა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ დარმუნებული ვიყოთ მის უვნებლობაში. ზურაბ უჩუმბეგაშვილი, მეფრინველეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ამბობს, რომ ადგილობრივი კვერცხი ხარისხით კონკურენტული, სასარგებლო და უსაფრთხოა.

შეგახსენებთ, მეფრინველეთა ასოციაციაციის ინფორმაციით, კვერცხის ადგილობრივი წარმოება წელიწადში 600 მილიონამდეა.

ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება 260 ცალია წელიწადში.

ბიზნესგაერთიანების ინფორმაციით, კვერცხი ქართულ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ერთადერთი პროდუტია, რომლის ადგილობრივი წარმოება სრულიად აკმაყოფილებს მოთხოვნას.

სრული გადაცემა ნახეთ აქ ?