ჭეშმარიტი მონადირისთვის ის პროცესია სიამოვნება, რომელიც სახლში მზადებიდან იწყება… და არა მხოლოდ და მხოლოდ ნადირის მოკვლა, – ეუბნება თემურ ტყემელაძე, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი, “აგრო სიახლეებს”.
მისივე თქმით, წესიერი ნადირობა არის პროცესი, როცა მონადირესაც და ნადირსაც თანაბარი შესაძლებლობები აქვს, რასაც ვერ ვიტყვით ფერმებში ფრინველებისა და ცხოველების შესახებ.
ტყემალაძე ხაზს უსვამს, რომ ნადირს მისთვის კარგად ნაცნობ ბუნებაში გაქცევის და თავის დაცვის შესაძლებლობა აქვს, რასაც ნადირ-ფრინველი მაგალითად ფერმაში მოკლებულია. არადა, რატომღაც მეწარმე, მეფრინველეობის თუ მეცხოველეობის სექტორიდან, არაჰუმანურ პერსონად ნაკლებად აღიქმება, მონადირისგან განსხვავებით.
ნადრობას ახალი კანონი დაარეგულირებს. საკანონდებლო პაკეტი პარლამენტშია. სანამ კანონპროექტის განხილვა დაიწყება, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია აგიხსნით, რა არის სატროფეო ნადირობა? როგორია, ბრაკონიერობასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკა და რას მისცემს მუნიციპალიტეტების ეკონომიკას სათემო მეურნეობები, რომელთა ეკონომიკური ეფექტი დათვლადია. გენდერული ბალანსი და კლიმატის გავლენა სამონაადირეო მეურნეობაზე. მაინც ვინ არის მონადირე?- ცხოველთა სასტიკი მკვლელი თუ კანიბალი ცხოველების გარემოდან ამომღები ტყის მცველი?
სრული გადაცემა ნახეთ აქ