Skip to content Skip to footer

როგორია სურსათზე ხელმისაწვდომობა საქართველოში

სოციალური სამართლის ცენტრის კვლევით, 2023 წლის მდგომარეობით, 254 333 ბავშვი საარსებო შემწეობის მიმღებია, რაც არასრულწლოვნების საერთო რაოდენობის 28.3 % – ია. გამოდის, ფაქტობრივად, ყოველი მესამე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობა 146.3 % – ით გაიზარდა. გარდა ამისა, 341 002 ბავშვი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზაშია რეგისტრირებული, რაც ბავშვების საერთო რაოდენობის 38 % – ს შეადგენს.

სოციალური შემწეობის მიმღები ბავშვების მიმართ მთავრობის პოლიტიკაში პერიოდულად პოზიტიურ ცვლილებებსაც ვხედავთ. მაგალითისთვის, 16 წლამდე ბავშვებისთვის გაიზარდა საარსებო შემწეობის მიღების ქულათა ზღვარი და ამჟამად ამგვარ ზღვარს 120 000 ქულა წარმოადგენს; ასევე, იზრდება არასრულწლოვნების ყოველთვიური გასაცემელი – 2023 წლის ივლისიდან ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ბავშვზე სოციალური შემწეობა 200 ლარით განისაზღვრება. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საარსებო შემწეობის სისტემის მიღმა სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება.

რამდენად თანმიმდევრულია სურსათის ხელმისაწვდომობის ზრდისთვის ხელისუფლების პოლიტიკა? სასურსათო უსაფრთხოებისა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტის ზრდის რამდენად სწორი ხედვაა ქვეყანაში – მდგომარეობას FAO- ს ეროვნული პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, ჯაბა მარუაშვილი აფასებს.