Skip to content Skip to footer

როგორ ეხმარება ამერკელი ხალხის დაფინანსება ქართულ ბიზნესს – „ჯორჯიან ნატურალ პროდაქტის“ მაგალითი

„ჯორჯიან ნატურალ პროდაქტი“ ქართულ ბაზარზე 2005 წელს აჯიკით შემოვიდა, თუმცა მალე წარმოება გააფართოვა და ასორტიმენტიც გაზარდა. ახლა ის 30-მდე სახის 5 კატეგორიის პროდუქტს აწარმოებს: სუნელ-საკმაზები, ტყემლისა და ტომატის საწებლები, კონსერვები, ძმარი, ზეთები – ესაა მისი საწარმოო არეალი. ადგილობრივი ბაზრის 20%-ს იკავებს და გადის ექსპორტზეც. აისო სერტიფიცირებასა და ტექნიკურ გადაიარაღებაში მას შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ეხმარება. „ჯორჯიან ნატურალ პროდაქტის“ წილკანში მდებარე ქარხანამ USAID-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მხარეებმა თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს. ერთი კონკრეტული ისტორიით მოგიყვებით, რამდენად მნიშვნელოვანია ამერკელი ხალხის დაფინანსება ქართული კომპანიებისთვის