Skip to content Skip to footer

როგორ ეხმარებიან დონორები თაფლის სექტორის განვითარებას – Mercy Corps Georgia

საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps Georgia წლებია საქართველოში სოფლის მეურნეობის პროექტებს ახორციელებს სამი დონორის ფინანსური მხარდაჭერით. ესენია: შვეიცარიის, ავსტრიის და შვედეთის განვითარების სააგენტოები.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, გიორგი სადუნიშვილი, “აგრო სიახლეებს უხსნის, ორგანიზაცია უცხოელი პარტნიორების დახმარებით მუშაობს სამი სექტორის, თაფლის, ხორცისა და რძის სექტორების მხარდასაჭერად.

თაფლის მწარმოებლების მხარდაჭერას Mercy Corps-ი 2014 წლიდან ცდილობს და, სწორედ უცხოელი პარტნიორების დახმარებით, სულ უფრო მეტმა ქართულმა კომპანიამ შეძლო საკუთარი ნაწარმოს ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია და ექსპორტზე გასვლაც. ორგანიზაციამ აქცენტი ბიოთაფლის წარმოების ხელშეწყობაზე აიღო და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჯარას თაფლმა მოახერხა თავის დამკვიდრება როგორც ადგილობრივ ისე უცხოურ ბაზრებზე.

სადუნიშვილი ხაზს უსვამს, რომ ქართული თაფლი სწორედ საერთასორისო მხადაჭერით ახერხებს დაიმკვიდროს თავი საერთასორისო ბაზარზე.