Skip to content Skip to footer

საკონტეინერო მოსაკრებლის ფოთის ბიუჯეტში გაშვება კარგია, თუმცა, არასაკმარისი – სად ხედავს გამოსავალს არჩილ თოდუა

2024 წლის 1-ლი თებერვლიდან ძალაში შევიდა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომლითაც ადგილობრივი მოსაკრებლის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა საკონტეინერო მოსაკრებელი. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, აღნიშნული ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი.

საკონტეინერო მოსაკრებელი დღეის მდგომარეობით შემოღებულია მხოლოდ ფოთის მუნიციპალიტეტში და მისი ოდენობა შეადგენს 1 კონტეინერისათვის 30 ლარს.

კანონის შედეგად მობილიზებული სახსრები არა ცენტრალურ არამედ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში მიიმართება, შესაბამისად, მისგან შემოსავალს სწორედ საპორტო მუნიციპალიტეტები მიიღებენ.

ფოთის პორტზე განხორციელდა შეტევა” – ასე აფასებს „ისთ გეით ჯგუფის“ მენეჯმენტი ამ სიახლეს და განმარტავენ, რომ მიღებული ცვლილებები ბუნდოვანი და სრულიად უადგილოა. მათთვის დისკრიმინაციულია ის ფაქტი, რომ ახალი გადასახადი არ დაუწედა არც ბათუმს და არც სახმელეთო გზით შემოსულ კონტეინერებს. მენეჯმენტი ამბობს, რომ კანონი მოქმედებს, თუმცა, ბოლომდე დადგენილი არ არის გადამხდელი სუბიექტი ვინ უნდა იყოს – საზღვაო ხაზი, აგენტი, მფლობელი თუ ვინმე სხვა.

როგორც ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი გიორგი ხახუბია განმარტავს,, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგის ქვეყნის, როგორც სატრანზიტო დერეფნის პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება, ისე საქართველოს ლოგისტიკურ რეგიონულ ჰაბად ქცევა, მის უმთავრეს ამოცანად რჩება საერთაშორისო ტვირთბრუნვისთვის განკუთვნილი არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარება.

საერთაშორისო ტვირთბრუნვის სისტემის გამართული ფუნქციონირების მიზნით, არსებულ ლოგისტიკური ჯაჭვი, მოითხოვს სპეციალური ტექნიკის, მათ შორის: ტრაილერების, სხვა მძიმე კატეგორიისა და სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების დიდი სიხშირით მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას. მსგავსი სახის სპეციალური ტექნიკის მიერ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აქტიური გამოყენება, იწვევს როგორც აღნიშნულის სისტემატიურ დაზიანებას, ისე ირგვლივ მდებარე სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის არსებით გაუარესებას. აგრეთვე, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა, მუნიციპალურ ბიუჯეტთან მიმართებაში, დიდი ფინანსური რესურსების გაღებას მოითხოვს. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის, როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას, ისე გზებით მოსარგებლე პირების უსაფრთხოებას. მსგავსი შეფერხებებისა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სისტემატიური შეკეთება-განახლება, რაც, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული,“- ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დღეს მოქმედი კანონია, ეკუთვნის პარლამენტის წევრებს: გიორგი ხახუბიას, არჩილ თალაკვაძეს, გიორგი ჩაკვეტაძეს, ირაკლი ჩიქოვანს, ქეთევან ჩარკვიანს, სალომე ქურასბედიანს, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი კირცხალიას და გოჩა ენუქიძეს.

ადგილობრივი თვითმმარტველობების ექსპერტი, არჩილ თოდუა, ფოთის მუნიციპალიტეტისთვის შემოსავლის ახალი რესურსის გაჩენას დადებითად აფასებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეს არასაკმარისია და თვითმმართველობების რეალური გაძლიერება მხოლოდ დეცენტრალიზაციითაა შესაძლებელი. 👇

სრული გადაცემა ნახეთ აქ