Skip to content Skip to footer

სამეზობლოში საქართველო პირველია, რომელიც „სურსათის ბანკს“ ქმნის – რესტორატორთა ასოციაცია

„ჩვენს სამეზობლოში საქართველო პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც “სურსათის ბანკს” ჰქმნის. ეს, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ,” – ამის შესახებ ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ „სურსათის ბანკიდან“ გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ, თანაც არა მხოლოდ მათ, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ, საუბარია ყველა იმ ადამიანზე, ვინც მიიჩნევს, რომ პრდუქტი ესაჭიროება.

მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში, პროდუქტის ⅓ ნაგავსაყრელზე იყრება.

“საუბარია, არა მალფუჭებად პროდუქტზე, არამედ იმ პროდუქტზე, რომელიც შეიძლება, დახლზე იყოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ვადა გასდიოდეს, მაგრამ ვარგისიანობა ჰქონდეს. ეს ვარგისიანი პროდუქტი ერთ ადგილზე შეგროვდება და შესაბამისად გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ესაჭიროებათ.

აქ მხოლოდ იმ ადამიანებზე არ არის საუბარი, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. საუბარია ყველა იმ ადამიანზე, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ესაჭიროება. აქ ჩართულია რითეილი. რაც შეეხება „ჰორეკას“ სექტორს, მათთვის ეს ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. სამაცივრე მეურნეობა შესაქმნელია, რათა პროდუქტი მივიდეს დანიშნულების ადგილზე, შემდეგ ეს მოიხმაროს ბენეფიციარმა. დაძრულია ეს კანონი და ნაბიჯი რადგან გადაიდგა, მისასალმებელია. თუ იმ ბაზას შევქმნით, სადაც ბენეფიციარები, მიიღებენ იმ დახმარებას, რაც სჭირდებათ, ძალიან კარგი საქმე გაკეთდება“,- განაცხადა ბურჯანაძემ.