2024 წლის 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნუსხა, რომელთა სერტიფიცირებაც სავალდებულო უნდა გამხდარიყო.
მთავრობის 31 მაისის დადგენილებიდან ირკვევა, რომ „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც კანონის ამოქმედება 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა.
ამ პერიოდიდან სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება შემდეგი მარცვლოვნები:
- შვრია
- ქერი
- ბრინჯი
- ჩიტიფეტვა
- ჭვავი
- სორგო
- სუდანის ბალახი
- ხორბალი
- ტრიტიკალე
- სიმინდი (გარდა ტკბილი და ბუშტარა სიმინდისა)
რაც შეეხება ბოსტნეულისა და ბაღჩეულის სახეობებს, ასე გამოიყურება:
- ხახვი
- ნიორი
- შნიტი
- ჭყიმა
- ნიახური
- სატაცური
- ბრაუკოლი;
- კომბოსტო;
- ბროკოლი;
- წიწაკა და ა.შ.
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა სრულად იხილოთ საკანონმდებლო მაცნეზე.