Skip to content Skip to footer

საქართველოდან 17.3 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული

2023 წლის 1 მაისიდან დღემდე, საქართველოდან 2 884 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 17.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ “აგრო სიახლეებს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1 678 ტონით (2.4-ჯერ), ხოლო ღირებულება – 10.0 მლნ აშშ დოლარით (2.4-ჯერ) გაიზარდა. 

მათივე მონაცემებით: ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (2 730.9 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (39.7 ტონა), პოლონეთში (37.0 ტონა), ნიდერლანდებში (24.5 ტონა), სომხეთში (20.9 ტონა), გერმანიაში (11.1 ტონა), კატარში (5.7 ტონა), კუვეიტში (4.3 ტონა), საუდის არაბეთში (3.9 ტონა), ბაჰრეინში (2.7 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (3.0 ტონა).