Skip to content Skip to footer

საქართველოში საკვებით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი შემცირდა 

საქართველოში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი თითქმის ყველა საკვებ პროდუქტზე შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში საკვები პროდუქტების დიდი ნაწილის წარმოება მოსახლეობა მთლიანად გამოკვებას ვერ ახერხებს, ანუ შიდამოხმარებასაც კი ვერ აკმაყოფილებს, ანუ თვითკმარი არ არის.

2022 წელს წინა წელთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ ყურძენზე – 173%-დან 207%-მდე, ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი კი იმავე დონეზე დარჩა და 2022 წელსაც მხოლოდ 22%-ს შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლების განმავლობაში საქართველოს თვითუზრუნველყოფის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყურძენს, კარტოფილს, ცხვრის და თხის ხორცს აქვს, ყველაზე დაბალი კი – ხორბალს.

2022 წლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები აგროპროდუქტების მიხედვით:

  • სიმინდი – 62% (წინა წელს 74% იყო)
  • კარტოფილი – 101% (წინა წელს 115%)
  • ბოსტნეული – 52% (წინა წელს – 61%)
  • ყურძენი – 207% (წინა წელს – 173%)
  • ხორცი – 50% (წინა წელს – 51%)
  • მრპ- ს ხორცი – 83% (წინა წელს 83%)
  • ღორის ხორცი – 48% (წინა წელს 52%)
  • ცხვრის და თხის ხორცი – 103% (წინა წელს 105%)
  • ფრინველის ხორცი – 34% ( წინა წელს 37%)
  • რძე და რძის პროდუქტები – 77% (წინა წელს – 81%)
  • კვერცხი – 96% (წინა წელს 98%)
  • ხორბალი – 22% (წინა წელს 22%)