Skip to content Skip to footer

სოფლის მეურნეობის ყველა დარგის წვლილი აშშ-ს მთლიანი სათბური აირების გამომუშავებაში 10-11 %-ია

სანამ მსოფლიო კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებს ებრძვის, ახალი ამბების უმთავრეს თემებს ამინდის გაუარესების შედეგად გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევები მოიცავს. პროცესის ნელი პროგრესი და მისი ნაკლები თვალსაჩინოება საფრთხეს უქმნის სამყაროს მომავალს: ეს გამოწვევა აფერხებს სასოფლო-სამეურნეო სისტემის მდგრად განვითარებას.

ამ გამოწვევასთან დაკავშირებით AGNR (სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების კოლეჯი)-მა ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა.

გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, სოფლის მეურნეობის ყველა დარგის წვლილი აშშ-ს მთლიანი სათბური აირების გამომუშავებაში 10-11 %-ია.  ამ ემისიების შემცირების გზების პოვნა უმნიშვნელოვანესია დათბობის პროცესის შესანელებლად.

სოფლის მეურნეობასა და აზოტის ემისიებს შორის კავშირის დასადგენად სატელიტურ მონაცემებს გამოიყენებენ

ამ გამოწვევასთან დაკავშირებით AGNR-მა ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა.

გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, სოფლის მეურნეობის ყველა დარგის წვლილი აშშ-ს მთლიანი სათბური აირების გამომუშავებაში 10-11 %-ია.  ამ ემისიების შემცირების გზების პოვნა უმნიშვნელოვანესია დათბობის პროცესის შესანელებლად.

NASA-სგან 1 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსებით ასოცირებული პროფესორის, სტეფანი იარვუდის ხელმძღვანელობით, სოფლის მეურნეობასა და აზოტის ემისიებს შორის კავშირის გასარკვევად სატელიტურ მონაცემებს გამოიყენებენ. ემისიების ძირითადი ნაწილი ცხოველური ნარჩენებისა და სასუქი პროდუქტებისგანაა გამოწვეული. იარვუდის გუნდი ნიადაგის მიკრობების შესწავლით დაადგენს აზოტის შემცველობას ჰაერსა და წყალში.

გუნდის საბოლოო მიზანია შექმნას მოდელები, რომლებითაც აზოტის ემისიების შემცირებით დაინტერესებული მხარეები იხელმძღვანელებენ.

პროფესორი სტეფანი იარვუდი

პარალელურად, პროფესორი რიჩარდ კონი ფერმის ემისიების შემცირებაზე სხვა მიმართულებით მუშაობს. კონი შეისწავლის პირუტყვის მეტაბოლიზმის დეტალებს.  როგორ მუშაობს მეტაბოლიზმი პირუტყვის ნაწლავებში, რომელიც გამოიმუშავებს მეთანს. ეს მეთანი სათბური აირების შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის წვლილის ნახევარს შეადგენს.

პირუტყვის ნაწლავებიდან გამომავალი მეთანი სათბური აირების შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის წვლილის ნახევარს შეადგენს

კონის ლაბორატორიამ შეისწავლა ალტერნატიული საკვები – წყალმცენარეები, რომელიც სავარაუდოდ, ძროხის ორგანიზმიდან გამომავალ მეთანს ამცირებს. თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა, წყალმცენარეებმა ძროხის ნარჩენების შემადგენლობაში გააჩინონ  სხვა ტოქსიკური ნაერთები, რომლებიც საზიანოა როგორც თავად ძროხების, ისე გარემოსთვის. კონი და მისი კოლეგები შეისწავლიან წყალმცენარეების სხვადასხვა დანამატს, რათა დაეხმარონ ძროხებს გამოიმუშაონ, რაც შეიძლება, ნაკლები ნარჩენები და საკვების ძირითადი ნაწილი კუნთად და ხორცად გარდაიქმნას.

„ჩვენი საბოლოო მიზანი პირუტყვის უკეთ გამოკვებაა. გვსურს შევამციროთ მეთანის გამოყოფა და ამავდროულად, უფრო ეფექტური გავხადოთ მონელების პროცესი,“- განაცხადა კონმა.

ვაშლის ორი ახალი ჯიში, რომელიც სითბოს ამტანობით გამოირჩევა

ფერმერებს დახმარება სჭირდებათ არაპროგნოზირებად პირობებთან ადაპტაციის პროცესში როგორც ამჟამად, ისე სამომავლოდ, რადგან კლიმატის ცვლილება მოქმედებს არა მხოლოდ ტემპერატურასა და ტენიანობაზე,  არამედ ხელს უწყობს მავნებლებისა და დაავადებების ახალ ტერიტორიებზე გავრცელებას.

მკვლევარმა კრის უოლშმა ამაზე ფიქრი ათწლეულების წინ დაიწყო. წლების მანძილზე განხორციელებული შეჯვარების შედეგად, მან განავითარა ვაშლის ორი ახალი ჯიში, რომლებიც ვაშლის მწარმოებლებისთვის პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზას წარმოადგენს. ვაშლის ეს ჯიში სითბოს ამტანობით გამოირჩევა, ნაკლებ მოვლას საჭიროებს და გემოვნური თვისებებითაც გამოირჩევა.

ხილს, ხორბალსა და სიმინდს მთელ მსოფლიოში ეკოლოგიური საფრთხე ემუქრება

ხილს, ხორბალსა და სიმინდს, რომელიც მსოფლიო საკვების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, მთელ მსოფლიოში ეკოლოგიური საფრთხე ემუქრება.

თანამედროვე ხორბალს აკლია გენეტიკური მრავალფეროვნება, რომელიც აუცილებელია ხსენებულ საფრთხეებთან ადაპტაციისთვის. საბედნიეროდ, საერთაშორისო ჯგუფმა პროფესორ ვიჯაი ტივარის ხელმძღვანელობით დაადგინა ხორბლის უძველესი ჯიშის სრული გენომი, რომელიც ცნობილია ეინკორნის სახელით. ეს სამეცნიერო გარღვევა საშუალებას აძლევს მკვლევარებს დაადგინონ ისეთი გენეტიკური თვისებები, როგორიცაა დაავადებებისა და გვალვისადმი ტოლერანტობა და აღადგინონ ეს გამძლეობის გენები თანამედროვე  ხორბალში.

კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული დიდი გეოლოგიური ძვრების გამო შუა ატლანტიკურ რეგიონში ხმელეთი იძირება

ადაპტირებული კულტურებისა და ზრდის უფრო ეფექტური მეთოდების პირობებშიც კი, არის ადგილები, სადაც ცვლილება უკვე ძალიან სწრაფად მოხდა. მთელ მსოფლიოში ზღვის დონე იმატებს, ხოლო შუა ატლანტიკურ რეგიონში კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული დიდი გეოლოგიური ძვრების გამო ხმელეთი იძირება. მარილიანი წყალი მიწისქვეშა ნიადაგს მეურნეობისთვის ზედმეტად მარილიანს გახდის.

დელავერის უნივერსიტეტისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად AGNR-ის მკვლევარებმა ქეით ტულიმ და რებეკა ეპანჩინ-ნილმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ ხილული მარილის ლაქებით დაფარული ტერიტორია დელავერის, მერილენდისა და ვირჯინიის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე 2011- 2019 წლებში თითქმის გაორმაგდა.

მარილიანი ნიადაგის გამო გამოწვეული ეკონომიკური ზარალი ყოველწლიურად  427,000-ზე მეტ აშშ დოლარს შეადგენს. ეს განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა სიმინდის ფერმერებისთვის, რადგან სიმინდი მარილის მიმართ ამტანობით არ გამოირჩევა.

პროფესორ ტულის შეფასებით, ეს კვლევა კლიმატის ცვლილების ამ ხშირად უხილავი სიმპტომის პირველი ვიზუალიზაციაა.

გიგანტური მისკანტუსი – ალტერნატიული მოსავალი

სარა ჰირშმა და ჰეილი სატერმა ახლახან დაასრულეს ორწლიანი ექსპერიმენტი მინდვრებში გიგანტური მისკანტუსის დარგვით. მისკანტუსი მაღალი, მრავალწლიანი ბალახია, რომელიც ქაღალდისა და ბიოსაწვავის დასამზადებლად გამოიყენება.

სატერი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს ალტერნატიული მოსავალი, რომელიც ადვილად იზრდება და არც შრომატევად მოვლას საჭიროებს.

როგორც მრავალწლოვანი მცენარე, მისკანტუსს არ სჭირდება ხელახლა გადარგვა, ვერ აზიანებს სარეველა ბალახი და არ ჭამენ ირმები.

რა თქმა უნდა, ეს არ არის ყოვლისმომცველი გზა კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული მრავალფეროვანი და რთული პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა, მისკანტუსი მრავალთა შორის ერთ-ერთი ალტერნატივაა, რომელიც ფერმერებს ეხმარება მათი საქმიანობა უფრო მომგებიანი და მდგრადი დარჩეს. სატელიტური მონაცემების ახალი ხედვით, პირუტყვის ინოვაციური საკვებით, გენეტიკურად ინფორმირებული მოშენებითა თუ სხვა ინიციატივებით, AGNR ამით სოფლის მეურნეობის სფეროს გამძლე და ადაპტირებად სამეურნეო მომავალს უხსნის.

წყარო: https://www.nifa.usda.gov/about-nifa/impacts/cultivating-future-agricultural-innovations-climate-resilience?utm_content=&utm_medium=email&utm_name=&utm_source=govdelivery&utm_term=